logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი
- +

17 მაისი. 2023. 14:54

 

 

„ჩვენ ახლა ვხედავთ ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟს. ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და მას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით არის საბოტაჟი და სხვა კოლეგების ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.

 

„თავის დროზე ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, რომ დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგნენ, რომ ხმა არ მისცენ და ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის დამკვიდრების ფორმა, რომელიც უნდათ, რომ დამკვიდრდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner