ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება და მისი მისამართით სტატუსს აქვეყნებს:
„ძველო და ახალო ნაციონალებო, თქვენს ფუფალას დაუწერია - „შიოლამ სულებს ამოგხდითო"...
ჩერგოს პოსტი: - „მადლობა ბატონ ბიძინას, რომ არჩევნებისთვის ვინც ციხეში დარჩენილი იყო, ყველა კრიმინალი გარეთ გამოუშვა, ვინც გაქცეული იყო - ჩამოუშვა ქუჩის „დასალაგებლად".
ჩემი მშვიდ გარემოში გაზრდილი 19 წლის შვილი კი შოკში ჩააგდო - დაცხრილული კაცი
მანამდე ნანახი არ ყავდა."
რას უშვებოდი ასეთს შენს შვილს თამარ, სად მალავდი, სად ზრდიდი? რომელ სიმშვიდეში? იმ დროს (2003-2012), შენს „სამეგობროს" აწიოკებული რომ ჰყავდათ საქართველო - ალბათ მხოლოდ შენ ზრდიდი შვილს სიმშვიდეში? ძალიან დიდი სიმშვიდე იყო, 2003-ში, 2005-ში, 2007-ში, 2008-ში, 2012-ში და ალბათ მერეც „სიმშვიდე" იქნებოდა, მაგრამ აღარ დაგცალდათ - ეგ „სიმშვიდე".
ზურაბ ჟვანია რომ „გაიგუდა", გურამ შარაძე რომ ჩაცხრილეს? ვაზაგაშვილი? კრიალაშვილი? რობაქიძე? თეთრაძე? შავაძე? აფრასიძეები? (ყველას ვერ ჩამოვთვლი) - მაშინ იყო სიმშვიდე და ახლა შეწუხდი? და მკვლელი რომ 2003-ში ჯერ ფოთში ნაცების სახელით ბოევიკობდა, მერე მიშიკოს რომ ვარდი ეკავა და პარლამენტში შევარდა - იმ პარლამენტის კარებს ანგრევდა, მერე შენს ქმართან მუშაობდა ოფიციალურ ზონდერად და ქუჩას „გილაგებდათ" ნაციონალებს წლების მანძილზე, მერე უკვე მთლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაასაქმეთ და ბოლოს დაიჭირეთ, მაგრამ ერთგული ჯალათი, მაინც შეიწყალა შენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და გამოუშვა... - აი, იმ კაცის დღევანდელი ნაქნარის გამო მადლობას უცხადებ ბიძინას? გირგვლიანის დასახიჩრებულმა, გაყინულმა და გადაგდებულმა სხეულმა არ შეგაშფოთა? 26 მაისს თავისუფლემის მერტოსტან მაღაზიის თავზე შემოყრილმა გვამება, შეგაგრძნებინეს სამშობლო? 9 წლის მანძილზე, დღე გამოშვებით მკვდრები რომ გამოგყავდათ ციხეებიდან - დალურჯებული, სისხლიანი ნაწამები სხეულები, იმას როგორ იტანდა შენი თვალების ფაქიზი გუგები?
ამ ყველაფერს როგორ გაუძელი თამარ?
აქამდე როგორ არ გაგიჟდი თამარ?
ნაცებში ალცგეიმერი რომაა ვიცით უკვე თამარ.
ტაბულაში - ამნეზია ხომ არაა თამარ?
თქვენს წიაღში გამოზრდილი მკვლელისათვის - „მადლობა" თამარ!
პ.ს. ისე კი გამიკვირდა რომ წაშალე - ეტყობა მეხსიერებამ იჩინა თავი, თორემ სინდისის ქეჯნა რომ არ შეგაწუხებდათ ვიცი. თქვენ ხომ არ იცით რა არის - სინდისი!" - წერს სოციალურ ქსელში კოკა ყანდიაშვილი.