logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ნაცხროვის წარმომადგენელმა კიდევ ერთი კაცი გაისტუმრა საიქიოში
- +

3 სექტემბერი. 2016. 00:02



მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


 

„იმდენი ვიყვირე და იმდენი მცდელობა მქონდა ამა თუ იმ გაზეთსა თუ ტელევიზიაში ესმინათ ჩემი თხოვნა „აიკრძალოს დანაშაულებრივი ორგანიზაცია ნაცმოძრაობა", დაკავებული იქნან ყველა მისი ლიდერი და შემოქმედი.

 

აი, არც დააყოვნა დრომ და ნაცხროვის წარმომადგენელმა კიდევ ერთი კაცი გაისტუმრა საიქიოში და მეორეს რა ეშველება უფალმა არ უწყის, მკვლელები ქუჩაში დადიან და ხელისუფლებაში მოსვლას ლამობენ.

 

გვიშველეთ ხალხო! სადამდე ვითმინოთ ეს უმსგავსობა, სადამდე უნდა გამწარდნენ ოჯახები....

 

მივმართა ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, გვიშველეთ ბატონო გიორგი, დაგვიხსენი ამ სატანების ტერორისტული ჯგუფებიდან, კიდევ ნუ ჩააცმევ შავებს ქართველ დედ-მამას და ნუ დააობლებ ბავშვებს", - წერს ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner