პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი ამბავი რომ არ მოვყვე, გამორიცხულია. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავმა ძალიან დიდმა მსვლელობამ ჩაიარა პარლამენტის წინ. დეპუტატების ოთახიდან ვიყურებოდით. მამუკა მდინარაძეც იქ იყო, ჩვენთან ერთად. იქვე იყო ოპოზიციიდან თეონა აქუბარდიაც. ეს მსვლელობა რომ დაინახა, მამუკა ეკითხება თეონა აქუბარდიას, ჩვენებმა ჩაიარეს და თქვენები რას აპირებენ, ჩაივლიან თუ არა, ხო არ იციო“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.