logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ყოველ დღე გვიდასტურებს, რომ რადიკალურ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ
- +

17 მაისი. 2023. 21:59

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები ჰყავდეს.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ცესკო სრულად და სრულყოფილად იყოს დაკომპლექტებული.

 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია ყოველ დღე გვიდასტურებს, რომ ისინი რადიკალურ დღის წესრიგს მიჰყვებიან.

 

„ფაქტია, რომ ამ სისტემამ ჩიხამდე მიგვიყვანა, რაზეც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსვლა. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ ცესკო სრულად და სრულყოფილად დაკომპლექტებული იყოს. პირიქით, ინტერესია ოპოზიციაში, რომ ზუსტად ცესკოს დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები ჰყავდეს, იმიტომ, რომ ამით უფრო მეტი ზიანი არჩევნების მიმართ ნდობას 2024 წელს მიაყენონ. სწორედ, ასეთი მიდგომები აღარ უნდა დავუშვათ. ოპოზიცია ყოველ დღე გვიდასტურებს, რომ ისინი რადიკალურ დღის წესრიგს მიჰყვებიან. ასე, რომ ჩვენ რადიკალურ დღის წესრიგს არ დავუშვებთ. ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ის ექსპერიმენტი, რომელიც თავის დროზე ჩატარდა, ამ რეკომენდაციების შესრულებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით კიდევაც, რომ საერთაშორისო პრაქტიკის ყველანაირ პრეცედენტს აცდენილი იყო, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner