logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემას მიიჩნევს
- +

3 სექტემბერი. 2016. 00:48



ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა - 82% მთავარ პრობლემად დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემას მიიჩნევს. მეორე ადგილზეა სიღარიბე, რომელიც გამოკითხულთა 48%-ს აწუხებს. გამოკითხულთა 37%-სთვის მთავარ პრობლემას ფასების ზრდა და ინფლაცია წარმოადგენს.


ტერიტორიული მთლიანობა კვლევაში მეოთხე ადგილზეა და მას გამოკითხულთა 31% ასახელებს.


რაც შეეხება პენსიებსა და ჯანდაცვას, ის მთავარ პრობლემას გამოკითხულთა 21%-სთვის წარმოადგენს. კვლევის თანახმად, განათლებას გამოკითხულთა 16%, მართლმსაჯულების სისტემასა და კრიმინალს 7-7%, ხოლო კორუფციას 6% მიიჩნევს პრობლემად.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner