logo_geo
eng_logo
ქეთი დუმბაძე: გიგა კობალაძეს თვეში თუ აქვს ხელფასი 28 ათასი, თუნდაც 8, მაშინ ბოდიში რა... ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის წელიწადში 3000 და თუნდაც 5 000-ის ჩარიცხვა არის უსინდისობა!
- +

18 მაისი. 2023. 10:53

 

 

ბოლო პერიოდში, საავტორო უფლებების დაცვის თემა დიდი დაპირისპირების საგნად იქცა.  სულ მალე პარლამენტი, ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელებს და უახლოეს პერიოდში განხილვას დაიწყებს.

 

ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები საქართველოში? რატომ დატოვეს საავტორო უფლებათა ასოციაცია GCA, რომლის ხელმძღვანელი გიგა კობალაძეა, ისეთმა ცნობილმა ავტორებმა და შემსრულებლებმა, როგორებიც არიან ნუნუ გაბუნია, რუსა მორჩილაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ნინი ბადურაშვილი და საერთო ჯამში, ასეულობით წევრმა?

 

რატომ ხდება, რომ თანამედროვევე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ეკონომიკის მთავარი ფუნდამენტი კონკურენცია და კონკურენტუნარიანი გარემოა, გარკვეული ჯგუფის უფლებების დაცვა და არჩევანის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?

 

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად "აიპრესმა" არაერთი სტატია გამოაქვეყნა და ისევ აგრძელებს მუშაობას.

 

"საქპატენტმა დღეს პარლამენტს უმნიშვნელოვანესი აუდიტორული დასკვნა წარუდგინა.

 

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის  უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია მოვალეობებთან ერთად,  საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. "საქპატენტს" კანონით აქვს მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

 

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ - ასოციაცია),  რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს  და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.

 

კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, საქპატენტმა 2023 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი 2021-2022 წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად აუდიტორული მომსახურების შესყიდვა იყო.

 

დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა  თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

 პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.  აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2021 წელს GCA-ის ერთ-ერთი მენეჯერის  წლიური ხელფასი 233 ათასი ლარი იყო

 

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა მე-10  მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთი დუმბაძე, რომელსაც ვთხოვეთ კომენტარი.

 

 "იცით მე როდის შემეპარა ეჭვი? როდესაც უცნაური სხვაობები შევამჩნიე თანხის გადანაწილებაში.

 

მოგეხსენებათ, დედა უკვე ასაკშია და ვეღარ აკონტროლებს რაღაცებს, იყო დრო, როდესაც 3000 და 5 000 დიდი ფული იყო. ახლა კი ამ ჰონორარს წლების განმავლობაში არც აკლდება არც ემატება. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები.

 

აღმოჩნდა, რომ არც ისე უსაფუძვლო იყო ჩემი ეჭვები. შარშანწინ, ყველა ჩემი მეგობარი მუსიკალური სამყაროდან, მათ შორის დათო ევგენიძე სათავეში ჩაუდგა ამ თემაზე მუშაობას და არაერთი  განცხადება გაკეთდა.

 

საავტორო უფლებების დაცვის სფეროში სერიოზული პრობლემები იყო და ადამიანები კუთვნილ ჰონორარს ვერ იღებდნენ. ამ ყველაფერს, დაახლოებით 200 ადამიანი ადასტურებდა და  აწერდა ხელს. ისინი ამბობდნენ, რომ რომ  არ მოსწონდათ ის ჰონორარები რაც მათ ერიცხებოდათ და არ შეესაბამებოდა მათ შრომას. გაცემული ჰონორარები არ იყო ადეკვატური მათ მიერ გაწეული შრომის.

 

ამ ყველაფრის გამოაშკარავების შემდეგ, მერე, დავიწყე ფიქრი რამენაირად გავმიჯვნოდი ამ ყველაფერს.მაგრამ

 

ამის შემდეგ, ჩვენთან შეიქმნა კომისია, რომელიც კანონპროექტზე იმუშავებდა, თავდაპირველად მე ვიყავი ამ ჯგუფში და შემდეგ, იმის გამო, რომ ჩემს ოჯახში რამდენიმე ავტორია, ამას ემატება მამის მემკვიდრეობაც და საავტორო უფლებები,  ეს ვინმეს ინტერესთა კონფლიქტად რომ არ ჩაეთვალა,  დისტანცირება მოვახდინე ამ კომისიისგან.

 

ამიტომ, ის ყველაფერი,  რაც დღეს მოვისმინე აქ, ჩემთვისაც ძალიან გასაკვირი იყო.

 

- პირველად როდის გაგიჩნდათ კითხვის ნიშნები?

 

-გეტყვით,  პირველად როდის აღვშფოთდი. მოგეხსენებათ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მამას სახელობის არის. იქ სრულიად სხვა პროექტზე ვლაპარაკობდი ხელმძღვანელთან და უცებ მის ეკრანზე რაღაც ამონათდა. მითხრა, ქეთი შეხედეო, მომიტრიალა კომპიუტერი, ნახე რა ამბავიაო, 2 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა "მე ვხედავ მზე"-ზე. ის ადამიანი კიდევ მიმტკიცებდა თვეში წერს 3 000- ლარსო.  თვეში წერსო, მარტო "მე ვხედავ მზეს" !

 

გარდა ამისა,  სხვა რაღაცებიც ხომ იდგმება არა სხვადასხვა თეატრებში?!

 

მეორე დღეს მივედი და  ვუთხარი, - რა ხდება გამაგებინე-თქო. თვეში თუ 3000-ს  წერს მხოლოდ ეს სპექტაკლი, ჩემთან რატომ არ ირიცხება ეს ჰონორარი-თქო.

 

არ ვიცი, იქ ამიხსნეს რაღაცები, ბრჭყალებში ვიტყვი - "დამაბოლეს" და  მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს.

 

დღეს, როდესაც ვიგებ, რომ ამ ადამიანს (გიგა კობალაძეს) თვეში აქვს ხელფასი 28 ათასი თუ 20 ათასი, თუნდაც 8 ათასი, მაშინ ბოდიში რა... წელიწადში ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის 3000 და თუნდაც 5 000-ის ჩარიცხვა არის უსინდისობა!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner