logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე: ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან, მან განბლოკა, მოხსნა შეზღუდვა და საქართველო არ აპირებს, რომ დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები
- +

18 მაისი. 2023. 11:11

 

 

რომ არ შეწყვეტილიყო რუსეთის მხრიდან ფრენები, ისევე, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, იყო ამის მოთხოვნა, თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს, რომ დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები.

 

„რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი რუსეთის მხრიდან ფრენები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, იყო ამის მოთხოვნა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან, მან განბლოკა ეს საკითხი, მოხსნა შეზღუდვა და საქართველო არ აპირებს, რომ დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner