„რომ არ შეწყვეტილიყო რუსეთის მხრიდან ფრენები, ისევე, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, იყო ამის მოთხოვნა, თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს, რომ დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები.
„რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი რუსეთის მხრიდან ფრენები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, იყო ამის მოთხოვნა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან, მან განბლოკა ეს საკითხი, მოხსნა შეზღუდვა და საქართველო არ აპირებს, რომ დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.