logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველი Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს
- +

18 მაისი. 2023. 11:42

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გზავნილები გამოაქვეყნა ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ.

 

„არ დამიწერია არაფერი თურქეთის არჩევნებზე. რაღაც საინტერესო დეტალების გამზეურებას ველოდებოდი, ანუ მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების განცხადებებს. ამასობაში CNN Türk-თან გუშინწინ მიცემულ ინტერვიუში რეჯეფ ერდოღანმა ბრძანა: „ჩვენ გავაგრძელებთ იმავე პოლიტიკას, რასაც წინასაარჩევნოდ ვახორციელებდით. ჩვენ არ ვაპირებთ მის შეცვლას რუსეთთან, აშშ-სთან, ჩინეთთან და არც ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“.

 

ამავდროულად ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ გამოთქვა რამოდენიმე "საკამათო" და საინტერესო მოსაზრება, საიდანაც ზოგიერთი უკრაინას და საქართველოსაც ეხება. Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. პირადად მე უკრაინის პერსპექტივებზე ვაშინგტონის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გავყვეთ Politico-ს ლოგიკას:

 

გამარჯვებული ქილიჩდაროღლუ მოახდენს თურქეთის წლობით შეჩერებული EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის პროცესის რეანიმირებას;

 

 თურქეთის ეს აქტიურობა შეუქმნის უხერხულობას უკრაინასაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან მათ შორის სავარაუდოდ, დეკემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ალბათობით, გაჟღერდება განცხადება, რომ EU-ს გაფართოების პოლიტიკაში უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იქნებიან უკანასკნელი წევრები

 

 Politico-ს ანალიზით, უკრაინას და თურქეთს ერთობლივად ევროკავშირის "ბაზარი" ვერ გაუძლებს, ასე რომ, როდესაც მეორე ტურში გაიმარჯვებს ერდოღანი, ევროკავშირის მესვეურები შვებით ამოისუნთქებენ

 

 EU-ს გაფართოების ნაწილში Politico-ს ამ ანალიზით, საქართველო არ იგულისხმება არანაირ კონტექსტში, ვინაიდან შავით თეთრზე წერია: უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთზე ამ გაფართოებას წერტილი უნდა დაესვას (!)

 

რაც შეეხება ერდოღანის სავარაუდო გამარჯვებას მეორე ტურში, ამაში ფაქტიურად დარწმუნებულია ყველა, საგარეო თუ შიდა მოთამაშე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დიასპორულ ელექტორატში ერდოღანს მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და გერმანიის თურქების უმეტესობამ. ქილიჩდაროღლუმ კი შვედეთის დიასპორაში გაიმარჯვა, რაც მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს მხოლოდ გაართულებს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner