logo_geo
eng_logo
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს
- +

3 სექტემბერი. 2016. 00:48



ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას", ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 16% ასახელებს.


მესამე ადგილს 4-4%-ით „თავისუფალი დემოკრატები" და ლეიბორისტული პარტია ინაწილებენ, მათ 3%-ით პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" მოსდევს. კვლევის თანახმად, 2-2% პატრიოტთა ალიანსს და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობას ერგო.


რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 34%-ია.


ამავე კვლევის თანახმად, არჩევნებზე მისვლას ამომრჩეველთა 58% აპირებს.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner