logo_geo
eng_logo
ფრანგი ენოლოგები სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ
- +

18 მაისი. 2023. 12:10

 

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ ენოლოგებს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია და ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინეს.

 

ფრანგი კოლეგები ღვინის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს, საქართველოში მეღვინეობის პერსპექტივებსა და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს, რაც მეღვინეებს როგორც, დამწყებ ისე პროფესიონალებს საშუალებას მისცემს საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.

 

გილერმე მარტინესი და იან ბუხვალტერი  მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით  ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კითხულობენ  და აქტიურად მონაწილობენ მეღვინეობის კვლევებში ინოვაციების პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner