logo_geo
eng_logo
ჩოხატაურში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
- +

18 მაისი. 2023. 12:10

 

 

 

ჩოხატაურში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების წამყვანმა სპეციალისტებმა,18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს კონსულტაცია გაუწიეს თერაპიული, პედიატრიული, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა რამდენიმე პროფილის  მიმართულებით.

 

სამედიცინო აქცია თამარ გორდელაძის ინიციატივით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის, ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“  ორგანიზებით, ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.

 

მუნიციპალიტეტში აქციის ფარგლებში 500-მდე პირმა ისარგებლა. ექიმებსა და ორგანიზატორებს მადლობის სიგელებიც გადაეცათ.

 

ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner