logo_geo
eng_logo
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
- +

18 მაისი. 2023. 12:28

 

 

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონს ტუროპერატორები და ავიაკომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთიდან სტუმრობენ. ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ ინფოტურის მონაწილეებმა  მთიან აჭარაში იმოგზაურეს, ასევე ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები ადგილობრივ ტუროპერატორებთან. აჭარა და ზოგადად, საქართველო საუდის არაბეთში მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ბათუმის მიმართულებით გაზრდილი ფრენების სიხშირეები და ვიზიტორების რაოდენობა (+118% ) მეტყველებს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეები გეგმავენ არაბ ტურისტებს აჭარა, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება შესთავაზონ. ადგილობრივ ტურსააგენტოებთან ერთად მათ უკვე დაიწყეს ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლების მასპინძლობას ყველა სამიზნე ქვეყნიდან გეგმავს. 2022 წელს, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner