ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
ლიცეუმში მიღება კონკურსის წესითაა. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე, წარმატებით უნდა გაიაროს სამედიცინო კომისია. გამოცდების შედეგებისა და რეიტინგული სიის შესაბამისად, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.
მისამართი:
ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის №51 - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის №117 ა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
მოსწავლის ავტობიოგრაფია;
ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).
რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდები.
08.07.2023 – მათემატიკის გამოცდა.
09.07.2023 – ზოგადი უნარების გამოცდა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/uwCJ3