logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: პატივს სცემენ მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს პიროვნული იდენტობა და იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ეროვნული იდენტობა. სწორედ ასეთია დღევანდელი ხელისუფლება და საქართველო
- +

17 მაისი. 2023. 23:59

 

 

„მორჩილი მონა უყვარს მხოლოდ ბატონს, მაგრამ ასეთ ადამიანებს ბატონებიც კი არ აფასებენ. ეს ოპოზიცია არის მონა და მორჩილი. ისინი მხოლოდ და მხოლოდ სჭირდებათ, მაგრამ როდესაც ადამიანს დაფასება და ღირსება არ აქვს, მას პატივს არ სცემენ. პატივს სცემენ მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს პიროვნული იდენტობა და იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ეროვნული იდენტობა. სწორედ ასეთია დღევანდელი ხელისუფლება და საქართველო“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ქვეყანას უნდა გააჩნდეს ეროვნული იდენტობა იმისათვის, რომ პატივსაცემი იყოს და ასეთი ქვეყანა სწორედ რომ საქართველოა. ევროკავშირს თავის რიგებში სწორედ ასეთი სახელმწიფო სჭირდება.

 

„მცდარია მოსაზრება, რომ არ შეიძლება ამერიკის ელჩის, ან ვინმეს კრიტიკა - ქართულმა ხელისუფლებამ და „ხალხის ძალამ“ ეს სტიგმა უკვე დაამსხვრია და ხალხი გაათავისუფლა ამ უღლისგან.

 

მორჩილი მონა უყვარს მხოლოდ ბატონს, მაგრამ ასეთ ადამიანებს ბატონებიც კი არ აფასებენ. ეს ოპოზიცია არის მონა და მორჩილი. ისინი მხოლოდ და მხოლოდ სჭირდებათ, მაგრამ როდესაც ადამიანს დაფასება და ღირსება არ აქვს, მას პატივს არ სცემენ. პატივს სცემენ მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს პიროვნული იდენტობა და იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს ეროვნული იდენტობა. სწორედ ასეთია დღევანდელი ხელისუფლება და საქართველო.

 

რაც შეეხება იმ კითხვას, საქართველოს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან ხომ არ იქნება ხელისშემშლელი ევროინტეგრაციისთვის (იმ ფონზე, რომ დამოკიდებულება საქართველოს არ შეუცვლია, პირიქით, რუსეთმა შეცვალა საქართველოს მიმართ) - ჩემი პასუხი არის მყარი არა!

 

ევროპას არ უნდა ომში ჩართული საქართველო, მას სურს მშვიდობა საქართველოში! - როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მახსენებენ, თქვენ არ ამბობდით, ევროპას უნდოდა საქართველოს უკრაინის ომში ჩართვაო?  - ჩვენ ამ დროს ვსაუბრობდით აა ევროპაზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პოლიტიკოსებზე ევროპარლამენტში, რომლებიც ქართული ოპოზიციის პოლიტიკური რუპორები იყვნენ ევროპაში, რომლებიც, ალბათ, დირექტივებს იღებდნენ ამერიკიდან, ხოლო ამერიკის სურვილი იყო საქართველოს ომში ჩართვა ორი ძირითადი მიზნისთვის: 1. რუსეთთან საომრად პლაცდარმის მომზადება; 2. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სახლში გაშვება და მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა.

 

ევროპას უკრაინის ომის შემდეგ აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური, თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მრავალათასიან მიტინგს ევროპის ყველა ქვეყანაში და ევროპას აღარ სჭირდება კიდევ ერთი ახალი წევრი პრობლემებით მიიღოს თავის კავშირში. ევროპას აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელიც არის კონფლიქტურ სიტუაციაში თუნდაც რუსეთთან. მათ უკრაინისგან უკვე ნახეს ეს ტკივილი, პრობლემები და ეკონომიკური ზარალი, ამიტომ მათ აღარ სჭირდებათ საქართველო, რომელსაც კონფლიქტი აქვს რუსეთთან. ევროპას სურს განვითარებული, წინ წასული და მშვიდობიანი ქვეყანა თავის რიგებში, აღარ უნდა კვლავ ომი, ცეცხლი და რუსეთთან კონფრონტაცია.

 

ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რუსეთის ამჟამინდელი შემოთავაზება მისაღებია ისევ ჩემი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გამო. თუ რამე სასიკეთო წინადადება წამოვა რუსეთიდან, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. მტერს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის სასიკეთოა, ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა მტერთან საუბარი. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ ეს პრობლემა ვერ მოგვიგვარა, რუსეთის ჯარი კვლავ დგას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ეს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 30 წლის განმავლობაში ევროპისგან, ამერიკისგან და დასავლეთისგან ველით დახმარებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვინდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება,ჩვენთვის უმთავრესი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. 30 წელია, ვდგავართ ღია კარში, ვსვამთ კითხვებს, მაგრამ პასუხი არ გვაქვს და ვერც გვექნება. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, არ მწყდება გული არც ევროპაზე და არც ამერიკაზე, რომ ამას ვერ აკეთებენ. ისინი საქართველოს გამო რუსეთს ვერ დაუპირისპირდებიან. პოლიტიკური წესია, რომ ისინი არ დაუპირისპირდებიან სხვა სახელმწიფოს, თუ ეს მათ ინტერესებში არ შედის. დღეს შედის მათ ინტერესებში რუსეთთან დაპირისპირება, ამიტომ გვთხოვდნენ საქართველოს ჩართვას ამ ომში, ამიტომ იყო პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნებები, მაგრამ ზოგადად თუკი სახელმწიფოს ინტერესში არ შედის, შენს კონფლიქტში არ ჩაერთვება. ამიტომ მე ამაზე არ მწყდება გული, გული მწყდება მათ ტყუილებზე. 30 წელია, გვატყუებენ, რომ ეს აუცილებლად მოგვარდება და ჩვენ აუცილებლად მიგვიღებენ „ნატოსა“ და ევროკავშირში. ესეც არ გვაკმარეს და შარშან შეურაცხყოფაც კი მოგვაყენეს, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მისცეს კორუფციაში ჩაძირულ უკრაინასა და მოლდოვას, რომელიც „ესენგეს“ წევრი ქვეყანაა და არც სთხოვენ, „ესენგეს“ დატოვებას. ჩვენ კი გვთხოვენ, რომ უარი ვთქვათ იმაზე, რაც დათმობაზე წამოსულმა რუსეთმა როგორც იქნა, ჩვენთვის გაიმეტა. „ესენგეს“ წევრობა ნიშნავს ვალდებულებებს რუსეთთან და უშუალოდ პუტინთან, ამას კი მოლდოვა, როგორც ჩანს, ასრულებს, ჩვენ კი არანაირი ვალდებულება არ გვაქვს რუსეთთან.“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner