logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დავაფინანსო
- +

3 სექტემბერი. 2016. 00:50



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენი მილიონიც არ უნდა დაჯდეს, მზად არის ბათუმში მეჩეთის აშენება დააფინანსოს.


„იმ პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ყველა მიმართლებით იყო შეხვედრა, პროექტი უკვე მომზადებული იყო, საუბარი იყო ბათუმში არსებული მეჩეთის სერიოზულ გაფართოებაზე. რამდენი მილიონიც არ უნდა დაჯდეს, 10, 20 თუ 30, მზად ვარ დავაფინანსო. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. ისევ მთის აჭარას გავიხსენებ, იქ საოცრად დაბალანსებული და საოცარი ხალხია", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner