logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიის“ წაქეზებით მათმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა „იმპოტენტმა ლაქიებმა“, ქვეყნის ხელისუფლებას სტიგმა-სარჩული „რუსული“ მიაკერა, საქართველოს წინსვლა სხვადასხვა საერთაშორისო ინდიკაციებით დინამიურად პროგრეს
- +

18 მაისი. 2023. 14:30

 

 

„Vision of humanity-მ საქართველოს პოზიციები „პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის“ მაჩვენებელში კიდევ უფრო გააუმჯობესა და მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა. ამით ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა: მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიის“ წაქეზებით მათმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა „იმპოტენტმა ლაქიებმა“, ქვეყნის ქმედუნარიან ხელისუფლებას სტიგმა-სარჩული „რუსული“ მიაკერა, საქართველოს წინსვლა სხვადასხვა საერთაშორისო ინდიკაციებით დინამიკურად პროგრესულია.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიის“ ლაქიებმა ჩვენს მთავრობას „რუსულის“ იარლიყი მიაკერეს, ქვეყანამ საგრძნობლად წაიწია წინ. ამასთან სვამს კითხვას: თუკი ყველაფერი, რაც Vision of humanity-მ დაუფასა საქართველოს, „რუსული“ ყოფილა, მაშინ დასავლეთის რა წვლილი უნდა დავინახოთ ჩვენს პროგრესსა და განვითარებაში?

 

„Vision of humanity-მ საქართველოს პოზიციები „პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის“ მაჩვენებელში კიდევ უფრო გააუმჯობესა და მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა. ამით ძალიან საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა: მას შემდეგ, რაც „გლობალური ომის პარტიის“ წაქეზებით მათმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა „იმპოტენტმა ლაქიებმა“, ქვეყნის ქმედუნარიან ხელისუფლებას სტიგმა-სარჩული „რუსული“ მიაკერა, საქართველოს წინსვლა სხვადასხვა საერთაშორისო ინდიკაციებით დინამიკურად პროგრესულია.

 

„პოზიტიური მშვიდობის“ კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოს:

 

 „რუსული მთავრობა“ - კარგად ფუნქციონირებადია;

 

 „რუსული ბიზნესი“ ჯანსაღ გარემოში ვითარდება;

 

 „რუსული ოცნების“ პირობებში კორუფციის დაბალი დონეა;

 

 „რუსული ხელისუფლება“ ტოლერანტობას და ადამიანის უფლებებს ხელს უწყობს;

 

 „რუსული კანონმდებლობა“ უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის მაღალ დონეს;

 

 „რუსული“ საგარეო ვექტორი კარგ ურთიერთობებს აყალიბებს მეზობელ ქვეყნებთან;

 

 „რუსული“ მედიაგარემო უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებას;

 

 „რუსული რეჟიმი“ ხელს უწყობს რესურსების სამართლიან განაწილებას;

 

თუ ყველაფერი, რაც Vision of humanity-მ დაუფასა საქართველოს, „რუსული“ ყოფილა, დასავლეთის რა წვლილი დავინახოთ ჩვენს პროგრესსა და განვითარებაში? თვით დასავლეთი ხომ არ უბიძგებს საქართველოს თავისი სასარგებლო იდიოტების ხელით, ესოდენ „წარმატებულ“ რუსულ ვექტორზე დადოს ქვეყნის განვითარების ფსონი? რა „ჯანდაბაში“ გვინდა დასავლეთი, თუ კი ყველა ჩვენს პროდასავლურ წარმატებას რუსული „იარლიყი“ აქვს მიკერებული?!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner