logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრემიერმა მაქსიმალურად გამოიყენა რეიკიავიკის ფორუმი იმისათვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაეზიარებინა პარტნიორებისთვის
- +

18 მაისი. 2023. 14:45

 

 

პრემიერმა მაქსიმალურად გამოიყენა ევროსაბჭოს ეგიდით რეიკიავიკში გამართული ფორუმი იმისათვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაეზიარებინა პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ეს გზავნილები ეხებოდა ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობის საკითხებს, იმ თემებს, რომელიც ზოგადად რეგიონისთვის არის აქტუალური და რა თქმა უნდა საუბარი ეხებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფორუმი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ ეს გზავნილები გაზიარებულიყო როგორც საერთო ფორმატებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების დროს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner