logo_geo
eng_logo
ამომრჩეველთა 87% ფიქრობს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
- +

3 სექტემბერი. 2016. 00:52




მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას აძლევთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% „ქართულ ოცნებას", ხოლო 10% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებენ. მესამე ადგილზე 2%-ით „თავისუფალი დემოკრატებია", ხოლო მომდევნო სამ ადგილს 1-1%-ით ლეიბორისტული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის" ინაწილებენ. რაც შეეხება მათ, ვინც პასუხი არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე, მათი რაოდენობა 31%-ია.


ამავე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების" ამომრჩეველთა 87% მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი რჩეული გაიმარჯვებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა 46% თვლის, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს. ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 24%-ის აზრით, არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.


„ქართული ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებს, ასევე, თავისუფალი დემოკრატების ამომრჩეველთა 49%, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერთა 48% და ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა 53%. აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მათ რჩეულებს ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner