logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მშვიდობა იწვევს ისეთ პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანისთვის, ასეთი ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს
- +

18 მაისი. 2023. 15:47

 

 

„პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია, 14 -ი ერთეულით გაიუმჯობესა, 53 - ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

 

„visionofhumanity.org... პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებული ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP).

 

გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას. ანგარიშის თანხმად, პოზიტიური მშვიდობა განიმარტება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას. კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად: მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა.

 

პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის. მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს. პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს: 1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა 2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო 3. კორუფციის დაბალი დონე 4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა 5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე 6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან 7. ინფორმაციის თავისუფლება 8. რესურსების სამართლიანი განაწილება პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner