logo_geo
eng_logo
„ბავშვური, კეთილი, ფერადი - მხატვარი, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ნახატებს“
- +

18 მაისი. 2023. 16:34

 

 

 

20 მაისისთვის საზოგადოება მხატვარ ზურა გომელაურის გამოფენას ელოდება, რომელსაც 3 დღის განმავლობაში, თბილისის ღვინის მუზეუმი უმასპინძლებს. გამოფენა „სიცოცხლის ხე“ მხატვრის 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს მოუყრის თავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე, „სიცოცხლის ხის“ ორიგინალი ნამუშევარი და მის მიხედვით შექმნილი მანათობელი ინსტალაციები.

 

პოპულარული მხატვრის გამოფენას დამთვალიერებელი არასდროს აკლია. მისი ნახატები გამორჩეულია როგორც ხასიათით, ფერებითა და შინაარსით, ასევე საშემსრულებლო ტექნიკით, რომელიც თავად გვკარნახობს მისი ავტორის ვინაობას. თუმცა, მაინც, რას ხედავენ ადამიანები ზურა გომელაურის შემოქმედებაში? როგორია მხატვრის ნამუშევრები და რა განაპირობებს მათ პოპულარობას? ალბათ, საინტერესო იქნება, საზოგადოებას იმ ადამიანების აზრი გავაცნოთ, რომლებსაც ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და რომლებიც თავიანთ საქმეში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ისინი ზურას შემოქმედებასაც კარგად იცნობენ და მის პიროვნულ თვისებებსაც.

 

ნიკოლოზ წულუკიძეამ სრულიად გამუქებულ და განაცრისფრებულ ყოფაში ზურა ცხოვრების გამფერადებელიათავისი ნამუშევრებითის ბავშვურ განწყობას გვიქმნისისეთსროგორიც თვითონ არის - მორიდებულიმოკრძალებული... მიხარიარომ ზურა ჩემი მეგობარიაჩემი აზრითის ძალიან საინტერესო ხელწერის მხატვარიაზურას არასდროს არ აქვს თავის ნამუშევრებში შავი ფერიმისი პერსონაჟები ფერად-ფერად განწყობას ქმნიან და სიკეთეს ასხივებენის იმ დროსა და სივრცეს ქმნისრომელიც მხოლოდ ზურა გომელაურის ხელწერის შედეგიაამიტომაც ცდილობს ყველასახლში ზურას ერთი ნამუშევარი მაინც  ჰქონდეს.

 

ლიზა ბაგრატიონიჩემი აზრითზურა - თავისი მხატვრობითა და პიროვნული თვისებებით - დღევანდელ რეალობასთანკარგი გაგებითშეუსაბამოაის ასოცირდება ბავშვურ სიკეთესთანგულუბრყვილობასთანლამაზსიკეთით სავსე და ფერად სამყაროსთანმიუხედავად წლებისაგამოცდილებისატკივილებისა და უსამართლობისაზურა გომელაური რჩება იმ კეთილშობილ და გამორჩეულად ნათელ ადამიანადროგორებიც ბავშვები არიანასეთივეა მისი შემოქმედებაც - ფერადი ან თეთრიმაგრამ ყოველთვის კეთილიზღაპრულიუფრო ნათელიუფრო მაღალი და უფრო მხიარულივიდრე რეალობაშესაბამისადმისი ყველა მეგობარი და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი ამ გულწრფელობასა და სიკეთეს ვიღებთ ზურასთან და მის ნამუშევრებთან ურთიერთობისას.

 

ნატო მეტონიძეზურა რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ჩემთვის სუფთა ჰაერივით გახდაადამიანებს ხანდახან გვაქვს ცხოვრებაში მომენტებიროცა გულგატეხილი ვართპესიმისტურად ვუყურებ ყველაფერს და ზოგადადადამიანების მიმართ იმედგაცრუებას ვგრძნობთზურა ასეთ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაშიმე მას პირადად არ ვიცნობდიმაგრამ უნდოდარომ ჩემთვის თავისი ნახატი ეჩუქებინაროდესაც დავურეკე და საუბარი დავიწყეთმაშინვე მივხვდიროგორი ადამიანი იყო.

 

ზურა ყოველთვის გეიმედებაის ძალიან ჰგავს თავის ნახატებსისე ხედავს სამყაროსროგორც ხატავს - ბავშვურად... ზოგადადრაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანში ბავშვიეს უფრო მეტი ბედნიერებააზურას ეს ბედნიერება აქვსმას აქვს ბედნიერებაჰყავდეს არაჩვეულებრივი მეუღლეშვილი და უკვე შვილიშვილიცისინი ერთ ენაზე საუბრობენ და სამყაროსაც ერთნაირად ხედავენისინიც ასეთები არიანრადგანალბათზურაა ასეთი... და ის მართლაც ძალიან ჰგავს თავის ნახატებს - ერთი მხრივთითქოსინფანტილურიმაგრამ ძალიანძალიან მნიშვნელოვანი თემატიკითთუნდაც მისი გროტესკული ფიგურები... ყველას თავისი ხასიათი აქვსყველა მათგანი ნათელი და კეთილიათვითონ ზურაც ხომ ასეთია... ვუსურვებრომ მთელი ცხოვრება ასეთი დარჩესთუმცამას სხვაგვარად არც შეუძლია.

 

ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე,  პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით  სარგებლობს. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ. სწორედ ამას უნდა ველოდოთ ახალი გამოფენიდანაც, რომელიც „მეიდან ჯგუფის“ მხარდაჭერით თბილისის ღვინის მუზეუმში მრავალწლიანი ისტორიის, ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთულ  უნიკალურ  სივრცეში  17:00-ზე გაიხსნება. საღამოს წარუძღვება ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი ნიკოლოზ წულუკიძე  და მოსულ სტუმრებს  ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო  დეტალებს გააცნობს.

https://www.facebook.com/tbilisiwinemuseum

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner