რომელია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს თქვენს ხმის მიცემას? - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 46% უმთავრესად პარტიის ლიდერს, ხოლო 43% მთავარ კრიტერიუმად პარტიის მიღწევებს ასახელებს. პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას და ამა თუ იმ პარტიისთვის ეკლესიის მხარდაჭერას გამოკითხულთა შედარებით ნაკლები პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ყველაზე აუცილებელი თვისება პატიოსნება, სანდოობა და ხალხთან სიახლოვე უნდა იყოს. კითხვაზე, ორი ყველაზე აუცილებელი თვვისება მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის, გამოკითხულთა 42% პატიოსნებას და სანდოობას მიიჩნევს, ხოლო 30%-ისთვის ხალხთან სიახლოვეა აუცილებელი.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.