logo_geo
eng_logo
მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ
- +

18 მაისი. 2023. 18:47

 

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გააცნეს, რაც მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მინისტრის მოადგილეებმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

 

სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner