პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოოპერატივ „დარჩელის" ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
სახელმწიფოს დახმარებით, უკვე შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო.