ევროკავშირი არ გეგმავს კომპანია Rosatom-ისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ევროკავშირის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სანქციები არ მოიტანს დამოუკიდებლობას რუსული ენერგომომარაგებისგან და რომ არსებობს სხვა გზები იმავე მიზნის მისაღწევად.
3 თებერვალს, უკრაუნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, Rosatom-სა და მის ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესოს.