მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვას სურს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, რადგან ეს მას რუსული საფრთხისგან თავის დაცვაში დაეხმარება.
„რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება იმას, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ რისკს და მივიჩნევთ, რომ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებით შეგვიძლია. რუსეთი დარჩება არასტაბილურობის წყაროდ მომდევნო წლებში. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მაია სანდუმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს თვეებში დაიწყება.