logo_geo
eng_logo
მაია სანდუ: მოლდოვას სურს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, რათა თავი დაიცვას რუსული საფრთხისგან
- +

19 მაისი. 2023. 01:27

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვას სურს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, რადგან ეს მას რუსული საფრთხისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება იმას, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ რისკს და მივიჩნევთ, რომ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებით შეგვიძლია. რუსეთი დარჩება არასტაბილურობის წყაროდ მომდევნო წლებში. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მაია სანდუმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს თვეებში დაიწყება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner