logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უკრაინისათვის გამანადგურებლების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ
- +

18 მაისი. 2023. 20:27

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის თანამედროვე გამანადგურებლების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინას უკვე გადასცეს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები.

„მოველი, რომ ეს ასევე იქნება განხილული ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე“, - განაცხადა მან.

17 მაისს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში ალიანსის შესაქმნელად, რომელიც უკრაინას დასავლურ გამანადგურებლებს მიაწოდებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner