logo_geo
eng_logo
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს
- +

3 სექტემბერი. 2016. 01:29



ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დადებითი ბალანსი მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს აქვს, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მოსწონს (38%), ვიდრე არ მოსწონს (23%).


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 30%-ს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს. მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძე, რომელიც გამოკითხულთა 23%-ის სიმპათიით სარგებლობს, თუმცა, 37% მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 23%-ის მოწონებას იმსახურებს, ხოლო 39%-ს ის არ მოსწონს.


თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიმართ კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობა 20%-ია, ხოლო 38% - არაკეთილგანწყობილია.


ყველაზე მაღალი უარყოფითი განწყობა, კვლევის თანახმად, ირმა ინაშვილს (43%) და ნინო ბურჯანაძეს (58%) აქვთ. ირმა ინაშვილი ამომრჩევლის 15%-ის, ხოლო ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის 13%-ის სიმპათიით სარგებლობს.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია "JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner