logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: დღეს ბეჟაშვილისგან გავიგეთ, რომ თურმე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა განიხილება შემდეგ არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი
- +

18 მაისი. 2023. 23:39

 

ჩაშვება, დასმენა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, ამით იყვნენ მთელი ცხოვრება დაკავებულები და ახლაც იგივე გრძელდება - „კუზიანს სამარე გაასწორებსო“ ასეა ნათქვამი და გამორიცხულია ამ ადამიანებისგან რამე გამოდნეს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

დღეს ბეჟაშვილისგან გავიგეთ, რომ თურმე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა განიხილება შემდეგ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალი, მიუხედავად იმისა რომ სასჯელს იხდის და ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, და მაინც უნდათ წინ ჩაიყენონ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეთ ადეიშვილის იდეოლოგიით, კეზერაშვილის ფინანსური საშუალებებით, მერაბიშვილის მუშტით. 2012 წელს, სადაც დასრულდა მათი ზეობის ხანა და ბიძინა ივანიშვილმა კოალიციასთან ერთად დაუსვა წერტილი ამ ადამიანების დაუნდობელ თარეშს ამ ქვეყანაში, იქ ჩარჩნენ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner