logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს სამოქალაქო მშვიდობა. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ
- +

18 მაისი. 2023. 23:41

 

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს სამოქალაქო მშვიდობა. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

თუ გავითვალისწინებთ, რა საშინელება ხდება ჩვენს სამეზობლოში - მე უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტას ვგულისხმობ - ჩვენ გვიწევს ძალიან მძიმე ვითარებაში ცხოვრება. ძალიან ფრთხილები და მოზომილები უნდა ვიყოთ ქმედებებშიც და განცხადებებშიც. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი ამოსავალი. ზოგიერთს აბარია ამგვარი პასუხისმგებლობა, რომ აუკრძალოს თავის კოლეგას რაიმე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, ჩვენ კი ცოტა მეტი გვაბარია - ამ ქვეყნის ბედი, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი ხვალინდელი დღე. მათ შორის ახალგაზრდების ხვალინდელი დღე, რომლებსაც ბევრჯერ ძალიან ბოროტი განზრახვებით ცრუ არჩევანი შესთავაზეს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

მისივე თქმით, თუ ვინმე არსებობს საქართველოში ევროპული ინტერესების გამტარებელი, არის ეს ხელისუფლება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ და ყოველთვის ვიყოთ ევროპის დღის წესრიგში. საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ჩვენმა ქვეყანამ უამრავ მისიაში პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გაიღო ამისთვის. ახლა რომ გესაუბრებით, ჩვენი თავდაცვის ძალების ერთი ასეული მსახურობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მისიაში, რომელიც ვერ შედგებოდა, რომ არა ჩვენი თანამონაწილეობა. ათასობით კილომეტრში ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს, რომ ამ ქვეყანაში დავიცვათ სამოქალაქო მშვიდობა და სხვა ევროპელ სამხედროებთან მხარდამხარ ვიბრძვით ამისთვის. ჩვენ ვიბრძოდით ავღანეთში, სადაც 32 ჩვენი სამხედრო დავკარგეთ ნატოს მისიაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სუფევდეს სამოქალაქო მშვიდობა. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდათ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner