„რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროსა და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“, - აცხადებს მინისტრი.
„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს.