logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ
- +

19 მაისი. 2023. 10:30

 

 

რუსეთში ცხოვრობს ასი ათასობით ქართველი. თუ ამ ქართველებს გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა, დაზოგავენ დროსა და ფინანსურ რესურსებს, ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

ჩვენ ყველგან ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და ეს არის პრინციპი, რომ საქართველო ზრუნავს მის მოქალაქეზე განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა“, - აცხადებს მინისტრი.

 

„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner