„დღეს როდესაც განათლების მინისტრი მობრძანდება პარლამენტში, ის წარმოადგენს კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა ნაბიჯებს დგამს სამინისტრო ამ მიმართულების განვითარებასთან და საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გიორგი ამილახვარის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით. ოპოზიცია მინისტრს სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხზე დაუსვამს კითხვებს.
„ამ ყველაფრის უკან რეალურად არის გარკვეული სპეკულაციურ-მანიპულაციური მომენტები, რომლითაც ისინი ცდილობენ [წარმოჩენას], თითქოსდა ხელისუფლებისთვის საზოგადოება არ არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს მიქანაძე.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს განათლების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარი ინტერპელაციის ფორმატით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.