ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ძალიან ნათელია - არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთს, მაგრამ არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ სანქციებს საქართველოს ტერიტორიის გავლით გვერდი აუაროს
-
+
19 მაისი. 2023. 10:45
„ძალიან ნათელია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთს, მაგრამ არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ სანქციებს საქართველოს ტერიტორიის გავლით გვერდი აუაროს“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„სანქციების დაწესების შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, რა იქნება საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მხრიდან და თუ რუსეთმა შემოიღო ეკონომიკური სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, არ ვიცით რამდენად დააზარალებს ის საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა სამხარაძემ.