logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში
- +

19 მაისი. 2023. 12:59

 

 

თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, წესით ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თქვენ რომ იყოთ ობიექტური ჟურნალისტი, მაგ კითხვას დაუსვამდით ხოშტარიას, სააკაშვილის პარტიის წევრებს. მაშინ მეტად დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი კითხვა. კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ წარმოადგენთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, მე გისვამთ კითხვას, რატომ არ უსვამთ კითხვას იგივე ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები კარგია, უვიზო რეჟიმი კარგია, ვაჭრობა კარგია. თქვენ მაგ კითხვით ნუ მოდიხართ ჩემთან“, - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა ის არის ქვეყნის მტერი.

 

მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ ნატოს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა.

 

ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner