logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ სვლები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს
- +

19 მაისი. 2023. 13:59

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.

 

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პიარ სვლები ბუნდოვანია, ნათელი კი არის ის შიდა დაპირისპირებები, რაც აღნიშნულ პარტიაში იკვეთება.

 

„მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარ სვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner