logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც ჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ
- +

19 მაისი. 2023. 14:22

 

 

„შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე „ნაცმოძრაობის“ რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული!“  - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად საყურადღებოა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემაც. ასე რომ არ იყოს, არც ნახევარი მილიარდამდე ლარი გამოიყოფოდა ბიუჯეტიდან თითოეულ ასეთი ბავშვისათვის 200 ლარის ყოველთვიური დახმარებისათვის, გარდა იმ სოციალური დახმარებისა რასაც მისი ოჯახი იღებს და სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა. ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება. დაკანონდა აგრეთვე სოც. დახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა.

 

სხვა არაერთი პროგრამაა, საბავშვო ბაღებში უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე ნაცმოძრაობის რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც ჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ“, - წერს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner