logo_geo
eng_logo
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი: შესაძლებლობა რომ მქონდეს, გიორგი გაფრინდაშვილს ათჯერ მივცემდი ხმას!
- +

10 მარტი. 2016. 16:57



თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი ქეთევან მარშავა მიესალმება იმ ფაქტს, რომ თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე შესაძლოა, გიორგი გაფრინდაშვილი დაამტკიცონ. მისი განცხადებით, აკადემიურ საბჭოს 41 ამომრჩეველი ჰყავს, კანდიდატურის დასამტკიცებლად კი 21 წევრის თანხმობაც საკმარისია. მარშავას თქმით, გაფრინდაშვილს მან ხმა ორჯერ მისცა, თუმცა შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ათჯერაც მისცემდა.


„წარმატების შემთხვევაში გიორგი გაფრინდაშვილი წარმოდგენლობით საბჭოზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდება. ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადადიოდეს იმ ზღვარს, რადგან არავის აქვს უფლება, რომ საარჩევნო გარემო დაარღვიოს. დღეს 41 ამომრჩეველი გვყავს. თუ გიორგიმ 21 ხმა მიიღო, მაშინ მის კანდიდატურას დაამტკიცებენ. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში 14 სტუდენტიც მონაწილეობს. მათ აქვთ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება, რომ დააფიქსირონ მათი ხმა და ისე მოიქცნენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. მე გაფრინდაშვილს ხმა 2-ჯერ მივეცი. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ხმას ათჯერაც მივცემდი. ის არის ძალიან ზრდილი და გულისხმიერი ახალგაზრდა. ამას დამატებული, კარგი ახალგაზრდა მეცნიერი და კარგი ადმინისტრაციული თანამშრომელი.

 

რაც შეეხება ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ის „ნაციონალურ მოძრაობის" ზონდერი იყო, ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. მისი ბრალი არ არის, როდის დაიბადა და როდის იყო სტუდენტი. მას არასდროს დაუკარგავს ღირსება. 11 წელია ვიცნობ. მისი პროექტები ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ სტუდენტებს ნორმალური გარემო ჰქონოდათ. ჩემი პროგნოზით, ნორმალური საარჩევნო გარემოს პირობებში მას აუცილებლად დაამტკიცებენ კანცლერის პოზიციაზე", - განაცხადა მარშავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner