logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: IRI - ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა
- +

19 მაისი. 2023. 15:05

 

 

„IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ჩახედეთ IRI-ის კვლევას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის უბრალოდ კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner