„პალიტრა მედია“ რომ პირდაპირ ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ეს ჩემთვის არაა ახალი“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც დასათაურებულია როგორც „აზიმუტის“ თვითმფრინავში შესრულებული ცეკვა.
მისი თქმით, სამარცხვინოა ტყუილების გავრცელებაში ოდესღაც ნორმალური მედიის ჩართვა.
„პალიტრა მედია“ რომ პირდაპირ ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ეს ჩემთვის არაა ახალი. მაგრამ, ამის მიუხედავადაც კი, ვერ წარმომედგინა, რომ ოდესღაც ეს ნორმალური მედია ფეიკების გავრცელებას დაიწყებდა. ძალიან სამარცხვინოა! ნანა ფიცხელაური მათი „ჟურნალისტია“, - წერს აბაშიძე ფეისბუკზე.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბორტგამცილებლების მიერ თვითმფრინავში შესრულებული ცეკვის ამსახველი ვიდეო, რომელიც სინამდვილეში 2021 წელს, უკრაინის ავიახაზების ბორტზე, კიევი - თბილისის რეისის შესრულების დროს არის გადაღებული.