მთვარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ მოტყუვდნენ და არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება. ნაცვლიშვილის თქმით, „ნაციონალების" ერთადერთი ინსტრუმენტი ორგანიზებული ძალადობა იყო.
„მხოლოდ ამისთვის გამოვჩნდი, რომ გაგაფრთხილოთ - არ მოტყუვდეთ, არ დაგვემართოს ის, რაც თავის დროზე დაემართა რუს ლიბერალურ ინტელიგენციას 1917 წელს, როდესაც აჰყვა ნაზ გრძნობებს და ბოლშევიკური დიქტატურა მიიღო. ორგანიზებული ძალადობა იყო ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" აღიარებდა. ეს ხალხი 9 წელი გვხდიდა სულს და ნანობენ, რომ ვერ ამოგვხადეს და თუ მივცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ისინი აუცილებლად ამოგვხდიან სულს", - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.