„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ვიდეო რომელსაც ოპოზიციური მედია ავრცელებს, სამი წლის წინაა გადაღებული, კიევი - თბილისის რეისზე.
„აჰაა, დაიწყო „პიტალოების დოღი“ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi კიევი-თბილისის 3 წლის წინანდელ ამბავს, აბამთ დღევანდელ რეისს და თან სინდისი არ გაწუხებთ იოტისოდენა, თუმცა სინდისთან კარგა ხანია კომპრომისზე წასულები ხართ... ეს ნიუსები ჭუტას აჭამეთ დილა-საღამო და გვარამიას „უდაკლადეთ“ კამერაში. არა, რა... როგორც ძაღლის კუდი არ სწორდება, ისე პიტალო აზროვნება არ იცვლება!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.