logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
- +

19 მაისი. 2023. 16:19

 

 

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. აქამდე ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება  უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ.

 

პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი.

 

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner