საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მეთორმეტე კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ახალგაზრდებს შეუქმნან ყველა პირობა, რომ სრულყოფილად დაეუფლონ პროფესიას.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. დღეს ჩვენს სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს დღე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დღე, რომლის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, შეგიქმნათ ყველა აუცილებელი პირობა, რათა თქვენ სრულფასოვნად დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც აირჩევთ, თქვენ კი საკუთარი ცოდნით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!” - წერს შალვა პაპუაშვილი.