logo_geo
eng_logo
შსს-ს აკადემიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ
- +

3 სექტემბერი. 2016. 10:37



სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მირანდა ხაბაზმა უმასპინძლეს.


შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დიპლომატიურ კორპუსს შსს-ს აკადემიაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებისთვის სპეციალური პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც შსს-ს აკადემიის მისია, სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები იყო წარმოდგენილი.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს, ასევე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების დემონსტრირებას და საგანგებო სიტუაციების დროს მასების მართვის სიმულირებულ წვრთნებს დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner