logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით: მიუხედავად, პოლიციის არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა
- +

19 მაისი. 2023. 18:58

 

 

„მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა“, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე  საუბრისას აღნიშნა.

 

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, შესაბამისად, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით.

 

„მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის  შესასვლელების დაცვას.  შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე.

 

დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთიდან შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაზიარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ხდებოდა 11-ის ნახევარზე. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner