logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა
- +

19 მაისი. 2023. 20:05

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუდის არაბეთის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა პროკურატურის საქმიანობის, მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების შესახებ. მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მზაობა გამოხატეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner