2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომრები მიენიჭა.
„სახალხო ხელისუფლება" არჩევნებში მონაწილეობას 11 ნომრით მიიღებს. დავით თევზაძეს („საქართველო მშვიდობისათვის") 14 ნომერი ერგო, „ზვიადის გზა უფლის სახელით" - 28, „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური" - 12, „საქართველო" - 17, „ევროპელი დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობას 13 ნომრით მიიღებს, „საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია" - 21, „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია" - 20, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" - 16, „შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 10, „მერაბ კოსტავას საზოგადოება" - 22, „ქართული იდეა" - 18, „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, მემარცხენე ალიანსი" - 25, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" - 7, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 27, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)" - 29, „მშრომელთა სოციალისტური პარტია" - 15, „ჩვენი საქართველო - ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი" - 30, „გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო" - 24, „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" - 4, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად" - 2, „ეროვნული ფორუმი" - 26, „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 6, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" - 9. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები ჩვენი სამშობლო" არჩევნებში 19, ხოლო საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია" 23 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.
გარდა აღნიშნული 26 პოლიტიკური სუბიექტისა, რომელთა წილისწყრაც გუშინ ცესკო-ში მოხდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 5 ნომრით, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - 1 ნომრით, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 ნომრით, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია" - 8 ნომრით, ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 41 ნომრით.